პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბრძანება გასცა, რომლის თანახმად, აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში დარჩეს.


ავიამზიდს ადგილზე ყოფნის ვადას უკვე მესამედ უხანგრძლივებენ, რაც ხაზს უსვამს რეგიონში მღელვარების შესახებ შიშებს, ღაზის სექტოში მიმდინარე ომის ფონზე.

აშშ რეგიონში ორი ავიამზიდით არის წარმოდგენილი, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა. პენტაგონმა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა  "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ გაზარდა.