ესტონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მომავალი წლებისთვის ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის მოადგილემ ტუული დუნეტონმა და თავდაცვის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელესტ ვალანდერმა ესტონეთ-ამერიკის უსაფრთხოების თანამშრომლობის 2024-2028 წლების გეგმა გააფორმეს.
შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას მოკავშირეთა ქვედანაყოფების მასპინძლობაში, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთო ინტერესების რამდენიმე სხვა სფეროს.
„ჩვენ ასევე დავადასტურეთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, ვიდრე არ აღდგება მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიზნის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის, რჩევისა და დახმარების საკითხებში," - აღნიშნა მდივნის მოადგილემ.
ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობის პირველი შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა. აშშ-მ მსგავსი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ლატვიასთან და ლიეტუვასთან ა გააფორმა.