EIB შუა დერეფანში საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის - მედია

ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) სურს, გამოიკვლიოს კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი კორიდორი) კონტექსტში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.


წყაროს თქმით, პროექტები მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოებას სამხრეთ კავკასიაში.

„მდგრადი კავშირის შესახებ, EIB ყურადღებას გაამახვილებს შუა დერეფანთან დაკავშირებულ ოპერაციებზე, რომლებიც მჭიდროდ შეესაბამება ევროპის გლობალური კარიბჭის სტრატეგიას  -  ისინი ავსებენ EIB-ის არსებით მხარდაჭერას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანთან მიმართებით უკვე ურუნველყოფილია,“ - აღნიშნა წყარომ.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.