EIB აზერბაიჯანთან შუა დერეფნის განვითარების საკითხს განიხილავს. „ევროპის საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია აზერბაიჯანში ახალი პროექტების განხორციელებით „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლის მხარდასაჭერად, განუცხადა Trend-ს ევროპის საინვესტიციო ბანკის მთავარმა მრჩეველმა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, ჰერვე გუენასიამ. მისი თქმით, გარდა განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებისა, ბანკი ასევე მიზნად ისახავს ქვეყანაში სუფთა ტრანსპორტის სექტორის განვითარებას.
„საინტერესო დისკუსიებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანის რკინიგზასთან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისა და შუა დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო კავშირების გაუმჯობესებაზე," აღნიშნა გუენასიამ.
გუენასიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკი ხედავს დიდ პოტენციალს ბაქოში ურბანული ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად და უკვე დაიწყო აზერბაიჯანულ მხარესთან დისკუსია ბაქოს მეტროს მოდერნიზაციისა და განვითარების შესახებ.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.