ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს იწყებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩაფრინდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა.
ოსტინი ისრაელში თავდაცვის მინისტრ იოავლ გალანტს და პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდება. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ომის კაბინეტთან დაადასტურებს ამერიკის მტკიცე ვალდებულებას ისრაელის მიმართ. ასევე განიხილავს ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებს, რომელიც „ჰამასის“ განადგურებას ისახავს მიზნად.
ოსტინმა აღნიშნა, რომ ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესაძლებლობას ღაზის სექტორში.