ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

2023 წლის 18 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.


პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებმიულოცა. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.


საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასევე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით იყენებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები,“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.