ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ საიმისოდ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცონ. შესაბამის ინფორმაციას Financial Times-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ევროკავშირმა შესაძლოა, გამოიყენოს ევროკავშირის 2007 წლის ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც წევრ ქვეყანას ხმის უფლებას ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო ართმევს. თუმცა გამოცემა იმასაც წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ბუდაპეშტზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ფრთხილობს.
ევროკავშირის 26 სხვა წევრ ქვეყანას შეუძლია, რომ დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, რასაც დრო დასჭირდება და ეს მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება.
„უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში," - ამბობს დიპლომატი FT-სთან.
- შოლცმა გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ორბანთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა