ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა.

ევროკავშირის განცხადებით, ახალი ზომები კიდევ უფრ მეტ დარტყმას აყენებს პუტინის უნარს, აწარმოოს ომი. ასევე, მე-12 პაკეტი კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტზე, შეძენასა და გადაცემაზე. ეს აკრძალვა ვრცელდება რუსეთში წარმოებულ ბრილიანტებზე, რუსეთიდან ექსპორტირებულ ბრილიანტებზე, რუსეთში ტრანზიტულ საქონელსა და სხვა. პირველი იანვრიდან ევროკავშირი რუსეთში მოპოვებულ, გადამუშავებულ ან წარმოებულ არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს აამოქმედებს.


პირველი მარტიდან კი, მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაიწყება. სანქციების ახალ პაკეტშია შეზღუდვები რუსეთიდან ალუმინის პროდუქტების, მათ შორის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტზე.

ევროკავშირმა ასევე დაავალა ევროპულ კომპანიებს, პარტნიორებთან კონტრაქტებში დათმონ რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვა. სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს თხევადი პროპანის იმპორტის აკრძალვას 12-თვიანი გარდამავალი პერიოდით.