ევროკავშირი უკრაინის 50-მილიარდიან დახმარებაზე რიგგარეშე სამიტზე იმსჯელებს

პირველ თებერვალს ევროკავშირი რიგგარეშე სამიტს გამართავს, სადაც უკრაინისთვის დახმარების 50-მილიარდიანი პაკეტის გადაცემის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა.

სამიტის მთავარი თემა მრავალწლიური ბიუჯეტის ცვლილებები იქნება.

„ხუთშაბათს და პარასკევს მივხვდით, რომ უნგრეთთან ცოტა მეტი დროა საჭირო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მივიღოთ, რომელსაც სჭირდება MFF-ის (მრავალწლიური ფინანსური ჩარჩოს) მიმოხილვა, შეთანხმებისთვის,“- განაცხადა მიშელმა.


გარდა უკრაინის დაფინანსებისა, 27-წევრიან ევროკავშირს ასევე აქვს შეთავაზებები მეტი ფინანსური მხარდაჭერისთვის მიგრაციისთვის, ბუნებრივი კატასტროფების დასაფარად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა 14 დეკემბერს გადაწყვიტეს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები დაიწყონ, თუმცა უნგრეთის ვეტოს გამო ვერ შეთანხმდნენ კიევისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტზე.