ფინეთმა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე შეთანხმება გააფორმა.
შეთანხმება ოფიციალურს ხდის უფრო მტკიცე კავშირებს ვაშინგტონთან, როგორც ამას აპრილში ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ითვალისწინებს.
შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით, ვაშინგტონში იმყოფება ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი. ის დოკუმენტს მიესალმა.
მინისტრმა დოკუმენტს ფინეთის და მთელი ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის მიმართ აშშ-ის ერთგულების მკაფიო სიგნალი უწოდა.
„ჩვენ არ მოველით, რომ აშშ მოუვლის ფინეთის თავდაცვას, განვაგრძობთ ინვესტირებას ჩვენს თავდაცვაში და ვიყოფთ ტვირთს ჩვენს არეალში და მის მიღმაც," - აღნიშნა ჰაკანენმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მეზობელ ქვეყანას NATO-ში მისი გაწევრიანების გამო დაემუქრა.
აშშ-ს ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ექნება წვდომა