ჩეხეთის პრეზიდენტი: 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე ომში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვნახავთ

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ.

პაველის თქმით, დასავლეთი ახალ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს.

„უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ, გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ. შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ,“ - განაცხადა პეტრ პაველმა.

პაველი რუსეთსა და აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა.

„მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოლოდინი ბრძოლის ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება, შედგეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი,“ - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.