უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას მიესალმა.
„აგრესორმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს, რომ თავისუფალი სამყაროს ზეწოლა და აგრესიისთვის ფასი იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია არსებული სანქციების რეჟიმების ეფექტიანად აღსრულება. ვერც აგრესორმა და ვერც რომელიმე კრიმინალმა, რომელიც მხარს უჭერს მას სანქციების თავიდან აცილებაში, ვერ უნდა შეძლოს შეზღუდვების თავიდან აცილება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-12 პაკეტი 18 დეკემბერს მიიღო.