„შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან, G7-თან და სხვა პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამკაცრდეს“. ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ „პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ცდილობს, თავი აარიდო სანქციებს.“ ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ორშაბათს, 18 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან ამ სანქციების შესახებ, ისევე როგორც ამ კონფლიქტის დაწყების დღიდან,” - განაცხადა მილერმა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს.