ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი: სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა

ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, რეინოლდ ლოპატკამ განაცხადა, რომ სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა

„საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს სთავაზობდა, პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით ხასიათდებოდა, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა,“ - განაცხადა ლოპატკამ.


საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დროს სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა.