ლიეტუვის პარლამენტმა დეპუტატ პეტრას გრაზულისს ფიცის დარღვევისთვის მანდატი გაუუქმა. მას 10 წლით აეკრძალა პარლამენტის არჩევნებში კენჭისყრის უფლებით სარგებლობა ან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. გრაზულისი კოლეგის ნაცვლად ხმის მიცემაში ამხილეს, საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
გრაჟულისს მანდატის ჩამორთმევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. გადაწყვეტილების მისაღებად, 141 დეპუტატიდან არანაკლებ 85-ის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დეპუტატმა თავისი ფიცი და კონსტიტუცია დაარღვია. ახლა ის 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ევროპარლამენტის არჩევნებში ჩაერთვება.