დანიამ შეერთებულ შტატებთან მიაღწია თავდაცვის შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკელ ჯარისკაცებს და სამხედრო აღჭურვილობას განლაგდეს დანიის მიწაზე. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გააკეთა.
10-წლიანი შეთანხმების შესახებ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავს შეთანხმებებს ამ თვეში ფინეთთან და შვედეთთან მოაწერა ხელი.
„ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და აღჭურვილობა შეიძლება, მუდმივად განთავსდნენ დანიის მიწაზე,” - განუცხადა ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
შვედეთმა მსგავს შეთანხმებას დეკემბერში მოაწერა ხელი, ხოლო ნორვეგიამ, რომელსაც ასევე მოკლე საზღვარი რუსეთთან აქვს, 2021 წელს გააფორმა დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან იმის შეახებ, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს აშშ-ის სამხედრო აქტივობა მის ტერიტორიაზე.