Upday Italia ჟურნალისტებს ხელოვნური ინტელექტით ცვლის: პირველი რედაქცია მილანში „გაუქმდა“

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა, მილანში რედაქცია დახურა. ახალი ამბების ვებგვერდი მსოფლიოს 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Axel Springer-მა, Upday Italia-ს ახალი ამბების განყოფილებაში რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლა. მათ ახალი ხელოვნური ინტელექტის სისტემა ჩაანაცვლებს, რომელიც ახალი ამბების ავტომატურად გენერირებას შეძლებს. მილანის რედაქცია მალე დაიხურება და სამი ჟურნალისტი და ერთი პოლიგრაფი გათავისუფლდებიან.

განცხადება ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა Axel Springer-მა გააკეთა.


"Upday" წარმოდგენილია არამხოლოდ იტალიასა და გერმანიაში, არამედ, საფრანგეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში: ის 2016 წელს „ალექს სპრინგერსა“ და “სამსუნგს“ შორის შეთანხმების შედეგად დაფუძნდა. აპლიკაცია მალევე გახდა წარმატებული და, შესაბამისად, Samsung-ის მობილური ტელეფონების გარდა, სადაც ის წინასწარ იყო დაინსტალირებული, მისი ჩამოტვირთვა სხვა მოწყობილობებზეც იყო შესაძლებელი: ის 34 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.


“Upday“-ის დახურვამ  ჟურნალისტებსა და პროფკავშირებში შეშფოთება გამოიწვია. არსებობს შიში, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება, სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს, თუმცა ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს ჟურნალისტებს. მედიის წარმომადგენლებს მოუწევთ ამ ცვლილებასთან ადაპტაცია და ახალი უნარების განვითარება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.