თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ.
კირბის შეფასებით, ხსენებული სახელმწიფოები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ესხმიან თავს.
„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია და არიან გარკვეული სახელმწიფოები, რომლებსაც ამ წესრიგის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი აქვთ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის, ისევე როგორც გარკვეულწილად, ჩრდილოეთ კორეის მზარდ სურვილს, რომ ერთმანეთთან კავშირი გააძლიერონ და გააუმჯობესონ,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.