უკრაინელი ხალხი წინ აღუდგა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას და შეერთებული შტატები გააგრძელებს მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ ბრძოლაში, მის მომავალ აღდგენაში. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა უკვე ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს უკრაინაში: მის რუკიდან წაშლასა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას.
„ეს იყო მძიმე წელი ბრძოლის ველზე. მაგრამ კიდევ ერთხელ, უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო," - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე გაიხსენა იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნების წვლილი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დიდ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარდაჭერას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში.
„მათაც იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ყველგან ვაჩვენოთ შესაძლო აგრესორებს, რომ ჩვენ წინ აღვუდგებით მათ, ვინც ძალის გამოყენებით ცდილობს საზღვრების შეცვლას,” - აღნიშნა ბლინკენმა.