აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა იმ მიღწევაზე, რომელიც მისი შეფასებით, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ვფიქრობ, პროგრესი იყო. ხანდახან მნიშვნელოვანია, გვერდიდან შევხედოთ, რეალურად რა მოხდა. უკრაინელებმა პუტინის მიერ მიტაცებული მიწის ნახევარი უკან დაიბრუნეს. ცოტა ხნის წინ მათ რუსეთის ფლოტი უკუაგდეს შავი ზღვის გასწვრივ და ამ პროცესის დროს მისი დიდი ნაწილი ჩაძირეს.
ჩვენ გავხსენით გადაზიდვის ხაზი, ბრიტანული დაზღვევით, ამდენად, 200-ზე მეტმა გემმა მოახერხა მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი უკრაინიდან და ეს უკრაინის ეკონომიკას განვითარებაში დაეხმარა. და რა თქმა უნდა, ისინი არიან როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირის კართან. ეს არის უზარმაზარი წინსვლა ამ ქვეყნისთვის მათ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც მოსკოვის საერთაშორისო იზოლაცია და მის მიმართ დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა.