სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციით, განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. 19 დეკემბერს სლოვაკურ გამოცემა InfoVojna-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გამოიყენებს თავის ვეტოს უკრაინის NATO-ში შესვლის დაბლოკვის მიზნით, ვიდრე მას აქვს „სლოვაკეთის პოლიტიკურ სცენაზე გავლენის მოხდენის უნარი.“
„გასაკვირი არ არის, რომ პარტია, რომელიც სლოვაკეთის მთავრობაში უმრავლესობას ფლობს, არ ეთანხმება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი,” - განაცხადა ფიცომ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუმცა ის პრინციპში არ არის უკრაინის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი - თუ ქვეყანა ყველა პირობას შეასრულებს.
პირველ ოქტომბერს სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ Smer-SD გაიმარჯვა, რომელსაც ფიცო ხელმძღვანელობს. ის იყო უკრაინის მხარდაჭერისა და NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მოწინააღმდეგე. სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუჩერა.