აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი გაათავისუფლა - Reuters

Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა.

კერძოდ, ვენესუელის მთავრობამ 20 ოპოზიციონერი და 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ალექს სააბი შეიწყალა.


ალექს სააბს კარაკასის აეროპორტში პრეზიდენტ მადუროს მეუღლე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში თავად მადურო დახვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არ მიატოვა.

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალი ეპოქისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სააბს, რომელიც მაიამის ფედერალურ ციხეში 2021 წლიდან იყო დაკავებული, ამერიკელი პროკურორები 350 მილიონი დოლარის მითვისებასა და ვენესუელელი ოფიციალური პირების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.