ყირგიზმა დეპუტატებმა 20 დეკემბერს საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ყირგიზეთის ეროვნულ დროშას ცვლის.
პრეზიდენტის სადირ ჯაფაროვის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მზის ტალღოვანი ყვითელი სხივები წითელ ველზე, რომელიც გამოსახულია ამჟამინდელ დროშაზე, მზესუმზირას ჰგავს.
ჯაფაროვი ახლა, სავარაუდოდ, მოაწერს ხელს კანონპროექტს, რომელიც, დეპუტატების თქმით, მზის სხივების „გასწორებით“ საშუალებას მისცემს, რომ დროშაზე არსებული გამოსახულება მზეს უფრო დაემსგავსოს.