უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები თავისი მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს

უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები ემუქრებათ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ტელეკომპანია WELT TV-ს, გამოცემებს, Bild-სა და Politico-ს განუცხადა.


უმეროვის თქმით, განხილვის საგანია სანქციები, რომლებიც ნებაყოფლობით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირებს დაეკისრებათ.

„მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რას ისწავლიან და რით აღიჭურვებიან, სად და როდის იმსახურებენ და როდის გათავისუფლდებიან,“ განაცხადა უმეროვმა.

Welt-ის ცნობით, გაწვევის შიშით ბევრმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა.