გერმანია უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გამძლეობის გასაძლიერებლად, დამატებით, 88,5 მილიონ ევროს (96,89 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს.
ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ბანკის KfW-ის მეშვეობით 54,3 მლნ ევროს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო - 34,2 მლნ ევროს უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდში შეიტანს.
გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, ამერიკის შემდეგ მეორეა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. გასული წლის ზამთრის გათვალისწინებითა და გამიზნული თავდასხმების ფონზე, დასავლეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.