უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა. მას გერმანია მოსდევს. აშშ-ის მიერ გაღებული სამხედრო დახმარების მოცულობა $46,3 მილიარდს შეადგენს. მეორეზეა - გერმანია $11,8 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია.
ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი უკრაინა კვლავ იბრძვის რუსული ძალების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც კრემლმა უკანონო შეჭრა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო. BBC წერს, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სრული დაპყრობა აიცილა თავიდან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებს იმავე გზას სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ საუბრობს უკრაინის პირველი ლედი BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოცემამ ასევე მიუთითა ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწიეს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“
გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.