უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩში, ადგილობრივებმა რამდენიმე აფეთქების შესახებ განაცხადეს, ხოლო ყირიმის ქერჩის ხიდი ტრანსპორტისთვის დაიკეტა.
მედია წერს, რომ ქერჩში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
მანამდე Ukrinform-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც ოკუპანტებისთვის საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.
რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის ,რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.