ნიდერლანდების მთავრობა 2024 წლის პირველი ოთხი თვისთვის 102 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა უკრაინას ზამთრის გადალახვასა და შემდგომი თვეებისთვის მომზადებაში დაეხმაროს. ეს თანხა იმ 2 მილიარდ ევროზე მეტის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ მომავალი წლისთვის უკრაინის მხარდასაჭერად გამოყო.
აღნიშნულია, რომ ახალი მხარდაჭერის პაკეტი მიმართულია გადაუდებელ საჭიროებებზე. ნიდერლანდებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინას 550 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. მხარდაჭერის მთლიანმა მოცულობამ 2,6 მილიარდ ევროს მიაღწია.