ჩეხეთმა ხარკოვის რეგიონის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად, $10 მილიონი გამოყო

ჩეხეთის მთავრობამ ხარკოვის რეგიონში სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.


თანხები მოხმარდება აღჭურვილობის შესყიდვას რეგიონის რამდენიმე ჯანდაცვის დაწესებულებაში - ხარკოვის მე-10 ქალაქის კლინიკაში, მათ შორის, ხარკოვის რეგიონში უკრაინის გადაუდებელი მედიცინის მთავარი სამმართველოს საავადმყოფოში.

მხარდაჭერის პროექტი სამი წელზეა გათვლილი. 

მანამდე ჩეხეთმა გამოაცხადა 2,5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ უკრაინა-NATO-ს სატრასტო ფონდისთვის, არასამხედრო დახმარებისთვის.