ევროკავშირი უკრაინაში კიდევ 500 ელექტროგენერატორს აგზავნის

ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინაში კიდევ 500 ელექტროგენერატორს აგზავნის. კომისიამ აღნიშნა, რომ რუსეთის სასტიკმა თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუცველი დატოვა, ამიტომ უკრაინაში ელექტროენერგიის კიდევ 500 გენერატორი იგზავნება. ამით უკრაინაში გაგზავნილი გენერატორების საერთო რაოდენობა 5500-ზე მეტს აღწევს.


შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო უკრაინისადმი 6,1 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი დახმარების პაკეტის უზრუნველყოფა, რომელიც კერძოდ, მოიცავს გენერატორებს, გამათბობლებს და კარვებს. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ დამატებით გამოაცხადა 11,8 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (12,5 მილიონი ევრო) მოცულობის დახმარების შესახებ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად.