ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საახალწლო ფოიერვერკები გააუქმეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საახალწლო ფოიერვერკები გააუქმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის მერიამ მიიღო.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო ყველა პიროტექნიკური შოუ, რომელიც მანამდე ცხინვალის ადმინისტრაციამ დაგეგმა, გაუქმებულია," - განაცხადეს ე.წ. მერიაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრას და სრულმასშაბიან ომს დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის მსგავსად სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ. ცხინვალმა ფოირვერკის გაუქმებაშიც მოსკოვს მიბაძა, რადგან მანამდე მოსკოვის მერიამ საახალწლო პიროტექნნიკის შოუს გაუქმების შესახებ მოსკოვმა განაცხადა.

ოკუპირებული რეგიონის კულტურის სამონისტროში აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ნაძვის ხე განათდება და გაიმართება კონცერტიც.

ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა.