ზელენსკი პოლონელ მინისტრს: ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნის იმედი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვoლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინის ძირითადი სამხედრო საჭიროებები განიხილეს.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კერძოდ, საუბარი შეეხო ერთობლივი საწარმოო ობიექტების შექმნას. ასევე, გამოიკვლიეს პოლონური იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა, რომელმაც მისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზ უკვე აჩვენა.


ზელენსკი და სიკორსკი შეთანხმდნენ, რომ ორმხრივმა ურთიერთობებმა ახალი იმპულსი უნდა მოიპოვოს და არსებული შეშოთება ურთიერთნდობითა და პატივისცემით უნდა გადაწყდეს.

„ჩვენს ურთიერთობებში ახალი ფურცლის გახსნის იმედი გვაქვს. ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობლები ვართ საერთო ისტორიით. მოხარული ვართ, რომ უკრაინაში გმასპინძლობთ. ვიმედოვნებ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას უახლესი შესაძლებლობისთანავე ეწვევა,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინაში 22 დეკემბერს ჩავიდა.