სლოვაკეთი უკრაინას სასწრაფო დახმარების 16 მანქანას გადასცემს

უკრაინა სლოვაკეთის რესპუბლიკიდან სასწრაფო დახმარების 16 მანქანას მიიღებს.

შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

სასწრაფო დახმარების მანქანები სრულად არის აღჭურვილი და მზად არიან ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის.