დნეპროპეტროვსკის ოლქის დნიპროს რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მართვადი რაკეტა Kh-59 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობა ავრცელებს.
„დნეპროპეტროვსკის ოლქის დნიპროს რაიონში, საჰაერო სარდლობის აღმოსავლეთის ქვედანაყოფმა Kh-59-ს ტიპის ჰაერი-მიწა კლასის მართვადი რაკეტა გაანადგურა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.