ზელენსკი: რუსული მოიერიშეების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი გასაღები უკრაინაში ომის სამართლიანი დასასრულისთვის.

„ამ კვირას ჩვენ კვლავ დავამტკიცეთ, თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არამხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტების დასაცავად, არამედ, არამედ ფრონტზე მებრძოლი ძალებისთვისაც.


რუსული მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლად. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან და რომლებიც მომავალ წელს მხარდაჭერის შესაბამისი ზომებისთვის ემზადებიან," - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ მიმართულებაზე სამი რუსული SU-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.