ისლანდია უერთდება ორ კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად

ისლანდიამ განაცხადა, რომ შეუერთდება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში IT და ასევე, განაღმვის მიზნით შექმნილ კოალიციას. შესაბამისი განცხადება ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.


ორ კოალიციაში გაწევრიანების გარდა, ისლანდიამ ასევე გამოაცხადა დამატებითი 340 ათასი ევროს გამოყოფის შესახებ, როგორც NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილი უკრაინისთვის, სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.


„IT და განაღმვის კოალიციაში შეერთებით და უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტისთვის დამატებითი დაფინანსებით, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის არალეტალური მხარდაჭერას, რადგან ის ებრძვის რუსეთის უსამართლო და უკანონო შეჭრას,“ - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


რამშტეინისთვის IT კოალიცია ესტონეთმა და ლუქსემბურგმა შექმნეს. მასში ამ ორი ქვეყნის გარდა ასევე შედიან ბელგია, დანია, ისლანდია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა და იაპონია.

ლიეტუვამ განაღმვის კოალიციის შექმნის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ის ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ისლანდია უკრაინას უწევს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას, ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს, მსოფლიო ბანკისა და NATO-ს მეშვეობით. გასულ თვეში ესტონეთმა და ისლანდიამ უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო საველე ჰოსპიტალი გადასცეს.