ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“
„ის კვლავ მზადაა, იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო, ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.