რომის პაპმა ფრანცისკემ რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ. მან ომში დაშავებული ადამიანებისთვის ილოცა.
„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა და ის, რაც სჭირდება,“ – ამბობს რომის პაპი.