რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესის დროს, კიდევ ერთხელ გამოვიდა მშვიდობის მოწოდებით.
„ამაღამ ჩვენი გულები ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, სამხედროების შეჯახებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში.
მსოფლიოს მამა, რომელმაც სამყაროში ჭეშმარიტი მშვიდობის მომტანი გამოგზავნა, ბოლოს მოუღებს დამღუპველი იარაღის ხმებს, აღავლენს სიხარულის ახალ სიმღერას ადამიანთა გულებში და მისცემს ყველას ჰარმონიასა და სამართლიანობას,“ – აღნიშნა რომის პაპმა.