ლატვიამ ჩამორთმეული ავტომანქანები უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა

ლატვიამ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული თითქმის მილიონი ევროს ღირებულების მანქანები უკრაინას გადასცა.

ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში 903 453 ევროს ღირებულების 271 ჩამორთმეული ავტომობილი გადავიდა.

მთავრობა ამზადებს დოკუმენტებს უკრაინაში კიდევ 34 მანქანის გადაცემისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 161 880 ევრო ღირს.

უკრაინისთვის ჩამორთმეული მანქანების საჩუქრად გადაცემის შესახებ კანონი ლატვიის პარლამენტმა თებერვალში მიიღო.