2024 წლის საერთაშორისო მისიების მანდატი, რომელიც ლიეტუვის სეიმმაა დაამტკიცა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისი თქმით, ვილნიუსმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ამ რეგიონს. სეიმის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში ნახსენებია სულ 13 საერთაშორისო ოპერაცია.
ჯერ კიდევ ივლისში მთავრობამ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრა, რაც ითვალისწინებდა „ლიეტუვის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერებას ზემოაღნიშნულ რეგიონთან, საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების ხელშეწყობას, რეგიონში ეროვნული თავდაცვის სისტემის ხილვადობის გაზრდას.
„ასეთი მანდატით ლიეტუვა მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოების მიმდინარე ქმედებებში ან რეგიონში შესაძლო ახალ ოპერაციებში,“ - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მან ასევე განმარტა, რომ 2024 წლიდან ლიეტუვა 60-დან 100 ადამიანამდე გაზრდისსამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სისტემის საჯარო მოსამსახურეების მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად, სამხედრო სასწავლო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ.