ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, „ჩვენ რუსეთს ცოტათი უფრო ახლოს შევეჯახებით, ფაქტობრივად, ევროკავშირის საზღვრებზე, ძალიან ახლოს ჩეხეთთან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს.“


ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დახმარებას ევროპის უსაფრთხოებისთვისაც მოაქვს სარგებელი.

„უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ, რომელიც ასევე, ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ილესავს კბილებს,“ - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.