უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული 19 დრონიდან 13 ჩამოგდებულია

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 19 "შაჰედის" ტიპის დრონიდან 13 ჩამოაგდეს. დრონები ჩამოაგდეს ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხმელნიცკის რაიონებში.

„საერთო ჯამში, დაფიქსირდა 19 „შაჰედი“ ყირიმის და პრიმორსკო-ახტარსკის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებიდან გაუშვეს," - აცხადებენ უწყებაში.

მისივე ინფორმაციით, 26 დეკემბერს, დაახლოებით, 02:30 საათზე, საჰაერო ძალების ტაქტიკურმა ავიაციამ ფრთოსანი რაკეტებით შეუტია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკს" ფეოდოსიის რაიონში.

"შედეგი აშკარაა!" - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.