ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია.

კონფერენცია დღეს გაიხსნა და მას სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.


ელჩების კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, პარლამენტის და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

შარშანდელ ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევა“ დაასახელეს.