ევროკავშირის ქვეყნები დაამტკიცებენ გადაწყვეტილებას უკრაინას 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, თუნდაც უნგრეთის პოტენციური ვეტოს პირობებში, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაიდო 2024 წლის დასაწყისისთვის და არა უნგრეთის ვეტოს გამო. კულებას თქმით, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთს დამატებით დროს აძლევენ და ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროს ნებისმიერ შემთხვევაში გამოყოფს.
„მათ არ სურთ, ჰქონდეთ ისეთი სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებები მიღება მუდმივად მიიღება,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.