მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ „რუსი დამპყრობლების განცხადებების მიუხედავად, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში საზღვაო პორტი არ მუშაობს.“ მან შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ოკუპანტები მარიუპოლს და მიმდებარე სოფლებს სამხედრო და ლოგისტიკურ კერად აქცევენ.
უკრაინული მედია წერს, რომ 2022 წლის ზაფხულიდან, ოკუპანტები იპარავდნენ უკრაინულ მარცვლეულს, ლითონის ნაწარმს და გრანიტს, რომლებიც ზღვით გაიტანეს რუსეთში და დროებით ოკუპირებულ ყირიმში.