ზალუჟნი საუბრობს, რა ვითარებაა მარინკაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ქალაქ მარინკის გარეუბნებისკენ გადაინაცვლეს. მანამდე, მოსკოვმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს ქალაქი დაიკავა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არაფერია „რეზონანსული“ იმაში, რომ უკრაინის ჯარებმა გადაინაცვლეს ქალაქის გარეუბნისკენ, რომელსაც ქუჩა-ქუჩა ანადგურებდნენ რუსი სამხედროები ორი წლის განმავალობაში.


შეკითხვას, მართლა დაიკავეს თუ არა რუსებმა მარინკა, ზალუჟნიმ უპასუხა, რომ „ვითარება ზუსტად ისეთივეა, როგორც ბახმუტში იყო.“

„ქალაქი ნადგურდება ქუჩა- ქუჩა, კვარტალ-კვარტალ და ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ომია და ამიტომ, იმაში, რომ ჩვენ ახლა ქალაქის გარეუბნებისკენ გადავედით და ზოგან ქალაქის გარეთაც დავიკავეთ პოზიციები, არაფერია ისეთი, რასაც საზოგადოებრივი რეზონანსი შეიძლება, მოჰყვეს. ომი, სამწუხაროდ, ასეთია,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის მიწის ყოველი გოჯი, „მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე.“


„ჩვენი მიწის ყოველ ნაწილს ვიცავთ. ყოველ ნაწილს. მაგრამ როდესაც ამ ვიწრო მონაკვეთზე, მტრის ჭურვები ამ ადგილის გადათხრას იწყვებს ქვებიანად, მიწიანად, ჩვენი მებრძლებიანად, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის… დღეისთვის ჩვენი სამხედროები ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა მებრძლებმა თავდაცვითი ზღვარი მოამზადეს ამ დასახლებული პუნქტის მიღმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს,” - განაცხადა ზალუჟნიმ.