თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის შემდეგ საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება.