უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დავუჭიროთ მხარი - შვედეთის თავდაცვის მინისტრი

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დაუჭიროს მხარი. მანვე აღნიშნა, რომ საარტილერიო აღჭურვილობასთან დაკავშირებით ახლა რთული ვითარებაა.


„შვედეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენა სჭირდება, როგორც თავისთვის, ასევე, იმისთვის, რომ მისი უკრაინაში გაგზავნა შეძლოს, ამისთვის ქარხნების სიმძლავრე უნდა გაიზარდოს. ჩვენ Archer-ის კარგი სამაგრები გვაქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ საბრძოლო მასალა არ იქნება,“ - აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.