2024 წელს ომის ტექნოლოგიები შეიცვლება - ზალუჟნი

ომის თვალსაზრისით, 2024 წელი განსხვავდება 2023 წლიდან, მათ შორის ტექნოლოგიური ცვლილების გამო. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზალუჟნის თქმით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დღევანდელი განვითარება იწვევს ტაქტიკის შეცვლას. მანვე აღნიშნა, რომ მტერიც ინარჩუნებს ტემპს და იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას.


„2024 წელი უნდა განსხვავდებოდეს 2023 წლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად იმავეს წავაწყდებით, რაც მე აღვწერე სტატიაში [The Economist–ისთვის – რედ.] შესაბამისად, ჩვენ გამოვავლინეთ ეს პრობლემები და ვიპოვეთ გადაჭრის 90% იმ საკითხებზე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, მომავალ წელს უფრო ეფექტიანად ვიმოქმედოთ და რაც მთავარია, მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. ჩვენი პარტნიორები დაგვეთანხმნენ და ასევე დაინტერესდნენ ამ კუთხით. ასე რომ, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ შემდეგი წელი განსხვავებული იქნება 2023 წლისგან,“ - განუცხადა ზალუჟნიიმ.